26 ივნისი 2026,   17:24
ვრცლად
მშვიდობის ფასს რომ ახსენებთ, კარგად დაფიქრდით, ვის ესაუბრებით - ლევან მაჭავარიანი გახარიას გუნდის წევრებს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გახარიას გუნდის წევრებს მიმართა და მოუწოდა, მშვიდობაზე საუბრისას, კარგად დაფიქრდნენ, ვის ესაუბრებიან.

ლევან მაჭავარიანის განმარტებით, წნეხის, ზეწოლის და შანტაჟის მიუხედავად, "ქართულმა ოცნება" ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეენარჩუნებინა, ამაში კი ოპოზიციის არცერთ წევრს წვლილი არ შეუტანია.

უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი გახარიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პარტიის წევრებს, "გადაგდებაზე" საუბრისას, იმაზე დაფიქრება მართებთ, რამდენი ადამიანი "გადააგდო" მათმა ლიდერმა და როგორი ზნის მქონე ადამიანს ემორჩილებიან.

"მშვიდობის ფასს რომ ახსენებთ, კარგად დაფიქრდით, ვის ესაუბრებით. ბოლო 4 თუ 5 წლის განმავლობაში, მიუხედავად უზარმაზარი წნეხის, ზეწოლის, შანტაჟის, პირველ რიგში ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, ბატონ ირაკლი კობახიძეზე, მთელ ჩვენს გუნდზე, "ქართული ოცნების" თითოეულ ჯარისკაცზე, კბილებით დავიჭირეთ და ისე გავიტანეთ, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და მაგაში გვერდში არავინ არ დაგვიდექით. სიტყვა "გადამგდებს" რომ ახსენებთ, ჯერ დაფიქრდით გიორგი გახარიაზე, რამდენი ადამიანი და რამდენი თავისი ძველი თანაგუნდელი ჰყავს გადაგდებული. იმასაც გაგახსენებთ, რომ 2021 წლის არჩევნები იყო და პატარა ბავშვებიც გადააგდო, ვინც ამუშავა და ტელეფონს არ პასუხობდა. ეგეც კარგად დაიმახსოვრეთ, როგორი ხასიათის და ზნის ადამიანს ემორჩილებით", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები