პრემიერ-მინისტრს ყოველწლიური მოხსენების დროს, დეპუტატებმა ათობით კითხვა დაუსვეს. ოპონენტების ბრალდებებს კითხვების ნაწილში უპასუხეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა. "ქართული ოცნების" დეპუტატებმა გახარიას თანაგუნდელები გააკრიტიკეს და სპეკულაციურ განცხადებებში დაადანაშაულეს. სხდომაზე ადგილი ჰქონდა კამათსაც.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, როგორც გახარიელებს, ისე მათ სულიერ პარტია "ნაცებს", გარე-გარე უჭირავთ თვალი და უცხო აზრი და დავალება უფრო აინტერესებთ, ვიდრე ქართველი ხალხი და საქართველოს ინტერესები.
"ფაქტია, რომ როგორც გახარიელებს, ისე მათ სულიერ პარტია "ნაცებს", გარე-გარე გიჭირავთ თვალი და უცხო აზრი და დავალება უფრო გაინტერესებთ, ვიდრე ქართველი ხალხი და საქართველოს ინტერესები. რატომ ყიდულობთ ჩინეთიდან სასკოლო აღჭურვილობას და ტანსაცმელსო. საინტერესოა ჩანთაში რა ტელეფონი გიდევთ. თუ თქვენ, როდესაც თქვენ იყენებთ ამ ყველაფერს კარგია და მთელი მსოფლიო რომ ამ ქვეყნებში ნაწარმოებ საქონელს მოიხმარს, მხოლოდ საქართველოში ქართველმა მოსწავლეებმა იგივე არ უნდა მიიღონ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.