26 ივნისი 2026,   19:26
ვრცლად
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციას: თურმე, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი უკრძალავს საქართველოს ევროკავშირის ქვეყნების გარდა ვინმესთან ღრმა ურთიერთობებს, რა მონური ფსიქოლოგიის ადამიანი უნდა იყო, რომ 78-ე მუხლი ასე წაიკითხო

პრემიერ-მინისტრს ყოველწლიური მოხსენების დროს დეპუტატებმა ათობით კითხვა დაუსვეს. ოპონენტების ბრალდებებს კითხვების ნაწილში უპასუხეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა.

"ქართული ოცნების" დეპუტატებმა გახარიას თანაგუნდელები გააკრიტიკეს და სპეკულაციურ განცხადებებში დაადანაშაულეს. სხდომაზე ადგილი ჰქონდა კამათსაც.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის 78-ე მუხლის ისე წაკითხვა, თითქოს ეს საქართველოს ევროკავშირის ქვეყნების გარდა ვინმესთან ღრმა ურთიერთობებს უკრძალავს, მონური აზროვნებაა.

"თურმე, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, უკრძალავს საქართველოს ევროკავშირის ქვეყნების გარდა ვინმესთან ღრმა ურთიერთობებს. რა მონური ფსიქოლოგიის ადამიანი უნდა იყო, რომ 78-ე მუხლი ასე წაიკითხო. წარმოდგენა არ გაქვთ ისეთ რაღაცაზე ლაპარაკობთ. ჩემი თხოვნა იქნება, ძალიან ღრმად განუმარტოთ ამ ადამიანებს, რამდენ ევროკავშირის ქვეყანას აქვს სტრატეგიული ურთიერთობები ჩინეთთან", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

დღის ამბები