26 ივნისი 2026,   19:47
ვრცლად
ლევან მახაშვილი ოპოზიციას: რატომღაც, ბატონმა გიორგი გახარიელმა საქართველოს ისტორიის ათვლა დაიწყო 2026 წლის 9 მაისს... არ მიკვირს, როდესაც თქვენ ისტორიას უკუღმა კითხულობთ, კონსტიტუციას უკუღმა კითხულობთ, პოლიტიკას უკუღმა აკეთებთ

პრემიერ-მინისტრს ყოველწლიური მოხსენების დროს, დეპუტატებმა ათობით კითხვა დაუსვეს. ოპონენტების ბრალდებებს კითხვების ნაწილში უპასუხეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა. "ქართული ოცნების" დეპუტატებმა გახარიას თანაგუნდელები გააკრიტიკეს და სპეკულაციურ განცხადებებში დაადანაშაულეს. სხდომაზე ადგილი ჰქონდა კამათსაც.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტიის წევრმა საქართველოს ისტორიის ათვლა დაიწყო 2026 წლის 9 მაისს და მანამდე რა ხდებოდა არ აინტერესებთ.

"რატომღაც, ბატონმა გიორგი გახარიელმა, საქართველოს ისტორიის ათვლა დაიწყო 2026 წლის 9 მაისს და მანამდე რა ხდებოდა ამ ქვეყანაში, რა გზა გაიარა ამ ქვეყანამ, მათ შორის, ოკუპაციასთან ბრძოლის ნაწილში, წინა ხელისუფლების თავქარიანმა, უპასუხისმგებლო პოლიტიკამ სად მიიყვანა ეს ქვეყანა - ესენი არ იცით? მე არ მიკვირს, როდესაც თქვენ, ისტორიას უკუღმა კითხულობთ, კონსტიტუციას უკუღმა კითხულობთ, პოლიტიკას უკუღმა აკეთებთ", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები