08 ოქტომბერი 2024,   14:34
ვრცლად
უკრაინამ რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთახმება გააუქმა

უკრაინამ რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთახმება გააუქმა. შესაბამის დადგენილებას ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა მოაწერა ხელი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2016 წლის 2 იანვრიდან რუსეთში წარმოებულ ყველა საქონელზე შეღავათიანი საბაჟო გადასახადი დაწესდება და რუსეთთან მოქმედი პრეფერენციული რეჟიმი გაუქმდება.

მითითებული ზომები ერთი წლით იმოქმედებს და უკრაინის ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების დაცვას ითვალისწინებს. უკრაინის მთავრობის ეს ნაბიჯი იყო პასუხი რუსეთის მხრიდან უკრაინულ საქონელზე დაწესებულ ემბარგოზე, რომელიც ძალაში პირველი იანვრიდან შევიდა.

დღის ამბები