08 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
"ეს ფარისევლური კონსულტაციები, როგორც ჩანს, არის ერთადერთი, რასაც ისინი ჩვენს საზოგადოებას წინასაარჩევნოდ სთავაზობენ" - რატი იონათამიშვილი

მმართველ გუნდში, ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პროცესებს და ოპოზიციასთან შეხვედრებს ეხმიანებიან. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ მიმდინარე პროცესებს ფარისევლობას უწოდებს. 

"ეს ფარისევლური კონსულტაციები, როგორც ჩანს, არის ერთადერთი, რასაც ისინი ჩვენს საზოგადოებას წინასაარჩევნოდ სთავაზობენ. ყველაფერი ეს კიდევ უხერხული არის იმ საარჩევნო პროგრამის ფონზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გუშინ ჩვენს საზოგადოებას წარუდგინა. შესაბამისად, ის უზარმაზარი სხვაობა, რომელიც დღეს არსებობს "ქართულ ოცნებასა" და მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას შორის არავის აღარ უნდა გაუკვირდეს," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატზე ოპოზიციასთან კონსულტაციებს განაგრძობს. დღეს შეხვედრების მეორე დღეა. ათონელის რეზიდენციაში ჯერ კოალიცია "ძლიერი საქართველოს", შემდეგ კი "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრები მივლენ.

დღის ამბები