პლატფორმის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტი გაიზიარებს შეთავაზებულ პროექტს და მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.
მისი განმარტებით, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებებშია აღნიშნული.
"ყველა საერთაშორისო ინსტიტუციისათვის, ყველა სახელმწიფო ლიდერი შესაბამის განცხადებაში აღიარებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი პატიმარი და ოლიგარქიული ხელისუფლების, რუსული რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი. ამიტომ, მისი გათავისუფლების მოთხოვნა, ბევრ სახელმწიფო ინსტიტუციის თუ საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული. გასაკვირი არ არის, რომ ევროპარლამენტიც იმსჯელებს ამ საკითხზე და, დარწმუნებული ვარ, გაიზიარებს იმ პროექტს, რომელიც შეთავაზებულია და დღეს ევროპარლამენტი ხმამაღლა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.