22 დეკემბერი 2024,   09:11
ვრცლად
აშშ-ში, სამედიცინო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, კენტუკის შტატში, ავიაკატასტროფის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

უბედური შემთხვევის გამო, სამედიცინო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა.

ვერტმფრენის მფლობელი კომპანიის, Air Evac Lifeteam-ის ცნობით, ავიაკატასტროფის დროს ეკიპაჟი სასწრაფო გამოძახებაზე მიფრინავდა.

აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ დაადასტურა, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმის გამოძიება უკვე დაიწყო.

დღის ამბები