08 ოქტომბერი 2024,   14:36
ვრცლად
სროლა და თავდასხმა სამხედროებზე საფრანგეთში

სროლა და თავდასხმა სამხედროებზე საფრანგეთში - ინცინდენტი ქალაქ ვალენსიაში მეჩეთთან მოხდა.

სამხედრო პატრულს, რომელიც მუსლიმანთა სალოცავს იცავდა, ახალგაზრდა მამაკაცი მანქანით დაეჯახა. შედეგად დაშავდა ერთი ჯარისკაცი და ხანდაზმული მორწმუნე, რომელიც ინცინდენტის დროს მეჩეთიდან გამოვიდა.

სამხედროებმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს და მძღოლი დაჭრეს. თავდამსხმელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც ირკვევა ის ჩრდილო–აფრიკელი ემიგრანტია, რომელიც ლიონში ცხოვრობდა.

მომხდარისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიუნიჭებიათ.

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილის მანქანაში არც იარაღი და არც ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოჩენილი არ არის.

დღის ამბები