08 ოქტომბერი 2024,   14:38
ვრცლად
საუდის არაბეთში ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული 47 მსჯავრდებული სიკვდილით დასაჯეს

საუდის არაბეთში ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული 47 მსჯავრდებული სიკვდილით დასაჯეს. მათ შორის ერთ-ერთი გავლენიანი შიიტი კლერკი, ნიმრ ბაქრ ალ–ნიმრიცაა.

საუდის არაბეთის ხელისუფლება მას სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებდა.

პროკურატურის მტკიცებით, შეიხი ნიმრი ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო მხარის ჩარევისთვის იბრძოდა, არ ემორჩილებოდა ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებსა და უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ იარაღს იყენებდა.

შეიხ ნიმრის ოჯახის წევრები კი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მას ტერორისტულ დაჯგუფებებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

შიიტი კლერკის სიკვდილით დასჯას საუდის არაბეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დღის ამბები