08 ოქტომბერი 2024,   14:38
ვრცლად
15 დაღუპული - თურქეთის ქალაქ ჟიზრეში მთელი ღამის განმავლობაში სროლები იყო

თურქეთის არმია ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთში ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს. ქალაქ ჟიზრეში სროლისა და აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.

მსხვერპლია ორივე მხრიდან. ბოლო ინფორმაციით, ბრძოლებს შედეგად 12 მებრძოლია ლიკვიდირებული, დაღუპულია სამი სამართალდამცველიც. თურქეთის არმია ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ მძიმე შეიარაღებას და ტექნიკას იყენებს.

ქალაქში კომენდანტის საათია გამოცხადებული. რეგიონში საკვებისა და წყლის უკმარისობაა, რის გამოც მოსახლეობა მთავრობას ევაკუაციის ოპერაციის დაწყებას სთხოვს.

დღის ამბები