08 ოქტომბერი 2024,   14:37
ვრცლად
ჩინეთის ალტაის რეგიონში დიდთოვლობაა

ჩინეთის ალტაის რეგიონში დიდთოვლობაა. თოვლის საფარის სისქე დასახლებებში უკვე ნახევარ მეტრს აჭარბებს. დათოვლილია გზები და ასაფრენი ბილიკები.

გზის გამწმენდი სამუშაოები არ წყდება, თუმცა გადაუღებელი თოვის გამო მაგისტრალები ისევ თოვლით იფარება და იყინება.

მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიისა და კომუნიკაციების გარეშეა დარჩენილი.

მეტეოროლოგების განცხადებით, პრეფექტურაში რეკორდული ნალექი დაფიქსირდა და უამინდობა მომდევნო კვირასაც გაგრძელდება.

დღის ამბები