08 ოქტომბერი 2024,   14:41
ვრცლად
9 გრემის მფლობელი ლეგენდარული მომღერალი, ნატალი კოული, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლოს–ანჯელესში ნატალი კოული გარდაიცვალა. 9 გრემის მფლობელი ლეგენდარული მომღერალი 65 წლის იყო. ის 31 დეკემბერს სედარს–სინას სამედიცინო კლინიკაში დაიღუპა, სადაც მომღერალი რამდენიმე დღის წინ ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოათავსეს.

გარდაცვალების ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჯაზისა და რიტმ–ენ–ბლუზის ვარსკვლავმა რამდენიმე კონცერტიც გააუქმა. მათ შორის უარი თქვა საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობაზეც.

მიზეზს კოულის ოჯახის წევრები არ ასახელებენ. თუმცა, მედიის ცნობით, ნატალი კოული დიდი ხნის განმავლობაში ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა. ამ დროისთვის უცნობია, სად და როდის დაკრძალავენ ცნობილ მომღერალს.

დღის ამბები