08 ოქტომბერი 2024,   14:35
ვრცლად
ნიუ–იორკის შტატს ციკლონი დაატყდა თავს

უჩვეულო თბილი ამინდების შემდეგ, ნიუ–იორკის შტატს ციკლონი დაატყდა თავს. თოვას ძლიერი ქარიც ახლავს. სტიქიამ ყველაზე მეტად ბუფალო და ჰამბურგი დააზარალა.

თოვლის საფარი დასახლებებში უკვე 30 სანტიმეტრს აღწევს. ქარბუქმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

ცუდი ხილვადობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა, ზოგიერთი მაგისტრალი კი საერთოდ ჩაიკეტა.

დღის ამბები