08 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
იტალიელმა ექსტრემალებმა 2016 წლის დადგომა მდინარე ტიბროსში ყვინთვით აღნიშნეს

იტალიელმა ექსტრემალებმა 2016 წლის დადგომა მდინარე ტიბროსში ყვინთვით აღნიშნეს. ეს ტრადიცია იტალიაში 1946 წლიდან არსებობს.

ექსტრემალების ჯგუფი ახალი წლის პირველ დღეს რომის ცენტრში, კავურის ხიდზე შეიკრიბა და 30 მეტრიანი სიმაღლიდან წყალში გადახტა.

ექსტრემალთა ჯგუფს ტრადიციულად ვეტერანი წყალში მხტომელი მაურუციო პალმული ხელმძღვანელობდა. ის ამ ღონისძიებაში უკვე 25 წელია, მონაწილეობს.

სანახაობას რომში ასობით ადამიანი ადევნებდა თვალს, თუმცა ტერაქტების საფრთხის ფონზე გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების გამო სამართალდამცველებმა ხალს დიდხანს ხიდზე გაჩერების საშუალება არ მისცეს.

დღის ამბები