ირანელი სასულიერო პირები აიათოლა ალი ხამენეისთვის მრავალდღიანი მასობრივი დაკრძალვის ცერემონიას ამზადებენ, რაც ისლამური რესპუბლიკისადმი ერთგულების საჯარო დემონსტრირება და იმის დასტურია, რომ ქვეყნის რევოლუციური ენთუზიაზმი კვლავ ძლიერია, - წერს Reuters-ი.
ირანის უზენაესი ლიდერი, აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, ომის პირველივე დღეს დაიღუპა. გლოვის ღონისძიებები თეირანში ამ შაბათ-კვირას დაიწყება, მასობრივი მსვლელობები დაგეგმილია ყუმსა და მაშჰადში, ცერემონიები გაიმართება ერაყშიც.
„გარდაცვლილი ლიდერისა და სხვა მოწამეების დაკრძალვის პროცესიას დაესწრო უამრავი ადამიანი, რაც არსებითად, ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფოსთან დაკავშირებით კიდევ ერთი რეფერენდუმი იქნება“, - განუცხადა სახელმწიფო მედიას ყუმის თემის ხელმძღვანელმა და პარასკევის ლოცვის ლიდერმა, აიათოლა მოჰამედ საიდიმ.