საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, წიგნების სერიის "ქართული კინოს" ახალი გამოცემების პრეზენტაცია გაიმართა.
2-ტომად გამოცემული წიგნები 1940-60 და 1960-70 წლების ქართული კინოს ისტორიას, საარქივო მასალებს, უნიკალურ ფოტოებსა და ეპოქის კინოპროცესებზე მომზადებულ სტატიებს აერთიანებს. სერია ეროვნული ცენტრის ინიციატივით 2020 წლიდან, ათწლეულების მიხედვით გამოიცემა.