10 ივლისი 2026,   16:06
ვრცლად
მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდა

მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდა.

საუბარია ვიდეოკამერებზე, რომელიც ინფრაწითელი სხივის მეშვეობით, მძღოლის მზერის მიმართულებას აკონტროლებს.

გამოცემა "რექლეიმის" ცნობით, ევროპულ ბაზარზე მოქმედი ყველა ახალი მსუბუქი თუ ფურგონის ტიპის ავტომობილის მძღოლს ასეთი კამერა უნდა ჰქონდეს. ეს ავტომობილის გაყიდვისათვის აუცილებელი პირობაა.

ცვლილება ყოველწლიურად ათობით მილიონ ახალ სატრანსპორტო საშუალებას შეეხება. ევროკავშირი რეგულაციას საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მოტივით ხსნის.

დღის ამბები