08 ოქტომბერი 2024,   14:40
ვრცლად
მოსკოვში სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელი გარდაიცვალა

მოსკოვში სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელი გარდაიცვალა.

გენერალ-პოლკოვნიკ იგორ სერგუნის გარდაცვალების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის პრეზიდენტის საიტზე სამძიმრის წერილი გამოქვეყნდა.

იგორ სერგუნი 59 წლის იყო. ის ე.წ. გრუს ხელმძღვანელად და გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტზე 2011 წელს დაინიშნა.

ვინ ჩაანაცვლებს სერგუნს სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე, ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები