08 ოქტომბერი 2024,   14:35
ვრცლად
ISIS-ის ვიდეორგოლში ბრიტანელმა მამაკაცმა საკუთარი შვილიშვილი ამოიცნო

ისლამური სახელმწოფოს ვიდეორგოლში ბრიტანელმა მამაკაცმა საკუთარი შვილიშვილი ამოიცნო. საუბარია 4 წლის ბავშვზე, რომელიც ტერორისტების გვერდით დგას იმ ჩანაწერში, სადაც 5 მძევალის სიკვდილით დასჯაა ასახული.

მცირეწლოვანი ისა დეირი აღმოჩნდა. ბაბუა ყვება, რომ ისა სირიაში დედამ წაიყვანა. მისივე თქმით, 24 წლის გრეის დეირი ლონდონში გაიზარდა და კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა. თუმცა, ბოლო წლებში ინტერნეტით ექსტრემისტების გავლენის ქვეშ მოექცა და რადიკალური ისლამის მიდევარი გახდა.

სოციალურ ქსელებში გრეისი წერდა, რომ სურდა, გამხდარიყო პირველი ბრიტანელი ქალი, რომელიც ISIS-ის მძევალს მოკლავდა.

ბრიტანელი მძევლების სიკვდილით დასჯის ჩანაწერი ტერორისტებმა კვირას გაავრცელეს. სპეცსამსახურები ცდილობენ, იმ ტერორისტის ვინაობის დადგენას, რომელიც ვიდეოში ბრიტანული აქცენტით საუბრობს.

დღის ამბები