08 ოქტომბერი 2024,   14:32
ვრცლად
ობამა იარაღზე კონტროლის გამკაცრებას კონგრესის გვერდის ავლით აპირებს

ბარაკ ობამა იარაღზე კონტროლის გამკაცრებას კონგრესის გვერდის ავლით აპირებს. აშშ-ის პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას გააკეთებს და მოსახლეობას ახალ ზომებს გააცნობს.

ბარაკ ობამას გეგმის თანახმად, იარაღის მაღაზიებს შესაბამისი ლიცენცია უნდა ჰქონდეთ და საკუთარი კლიენტების ბიოგრაფიის გადამოწმებაც ევალებათ. გარდა ამისა, გამოძიების ფედერალურ ბიუროს 200-კაციანი შტატი დაემატება, რომელიც დილერების საქმიანობას კონტროლს გაუწევს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი არაერთხელ გამოვიდა იარაღის შეძენაზე კონტროლის გამკაცრების ინიციატივით, თუმცა კონგრესი საკანონმდებლო ცვლილებებს კატეგირიულად ეწინააღმდეგება.

დღის ამბები