08 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
ავღანეთის ქალაქ მაზარი შარიფში ორდღიანი სპეცოპერაცია დასრულდა

ავღანეთის ქალაქ მაზარი შარიფში ორდღიანი სპეცოპერაცია დასრულდა. სპეცრაზმელებმა ინდოეთის საკონსულოს გვერდით მდებარე შენობა შტურმით აიღეს და ყველა ამბოხებული მოკლეს. სამართალდამცველები მათი ვინაობის დადგენას ცდილობენ.

თავდასხმა ინდოეთის საკონსულოზე კვირას, გვიან ღამით განხორციელდა. შეიარაღებულმა პირებმა დიპლომატიურ უწყებაში შეჭრა უშედეგოდ სცადეს და გვერდით მდებარე შენობა დაიკავეს. სამართალდამცველებმა სახლი ალყაში მოაქციეს და შტურმი დაგეგმეს.

შეტაკების შედეგად 8 სპეცრაზმელი დაშავდა. შენობაში მყოფი ყველა თავდამსხმელი მოკლულია.

დღის ამბები