08 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
საუდის არაბეთი ირანთან ურთოერთობებს ყველა სფეროში წყვეტს

საუდის არაბეთი ირანთან ურთოერთობებს ყველა სფეროში წყვეტს. ერ-რიადი ირანთან ავიამიმოსვლას და ყველა სახის კომერციულ თანამშრომლობას აჩერებს და საკუთარ მოქალაქეებს ირანში გამგზავრებასაც უკრძალავს.

ასეთ რადიკალურ ზომებს ერ-რიადმა ირანში დიპლომატიურ წარმომადგენლებზე მომხდარი თავდასხმების სერიის გამო მიმართა.

ერ-რიადში მიუღებლად მიაჩნიათ ირანის სულიერი ლიდერის განცხადება ტერორიზმში ბრალდებული 47 პირის სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით და თეირანს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ.

ერ-რიადს სოლიდარობა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებმაც გამოუცხადეს.

დიპლომატიური ურთიერთობა ირანთან ბაჰრეინმა გაწყვიტა, სუდანმა ირანის ელჩი გააძევა ქვეყნიდან, არაბეთის გაერთიანებულმა საემირომ კი ირანიდან ელჩი გაიწვია. 

დღის ამბები