08 ოქტომბერი 2024,   14:39
ვრცლად
იაპონიის თევზის აუქციონზე 200-კილოგრამიანი თინუსი 117 283 დოლარად გაიყიდა

იაპონიის თევზის აუქციონზე 200-კილოგრამიანი თინუსი 117 283 დოლარად გაიყიდა.

ვაჭრობა წელს პირველად გაიმართა, თინუსის ფასი კი შარშანდელთან შედარებით რეკორდული აღმოჩნდა.

თევზი სუშის რესტორნების ქსელის მფლობელმა თანხის პირველივე შეთავაზებაზე შეიძინა. 200- კილოგრამიანი თინუსი იაპონიის ჩრდილოეთით, ომას სანაპიროზე დაიჭირეს.

შარშან ამ სახეობის თევზი 37 800 დოლარად გაიყიდა. ყველაზე ძვირი კი ის 2013 წელს ღირდა, როდესაც მყიდველმა 1 300 000 დოლარი გადაიხადა.

თინუსის აუქციონი ტოკიოს თევზის ბაზარზე ტრადიციულად ახალი წლის დღეებში იმართება.

დღის ამბები