08 ოქტომბერი 2024,   14:40
ვრცლად
ნიუ იორკში წლის ყველაზე წარმატებული ფილმები და მსახიობები დააჯილდოვეს

ნიუ იორკში წლის ყველაზე წარმატებული ფილმები და მსახიობები დააჯილდოვეს.

რჩეულები კინოკრიტიკოსებმა დაასახელეს და ფავორიტის სტატუსი ფილმ კეროლს მიანიჭეს. ის გახდა წლის საუკეთესო კინონამუშევარი. მისი ავტორი, ტოდ ჰეინესი, კი წლის საუკეთესო რეჟისორად დასახელდა.

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კრიტიკოებმა ჯილდო ოსკაროსან მაიკლ კიტონს გადასცეს. მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის კი კრისტენ სტიუარტი დააჯილდოვეს.

სპეციალური პრიზი გადასცეს ლეგენდარულ კომპოზიტორს ენიო მორიკონეს.

ნიუ იორკის კინოკრიტიკოსთა წრე 1935 წელს შეიქმნა და ცნობილი გამოცემების წევრებს აერთიანებს.

დღის ამბები