08 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
ეგეოსის ზღვის სანაპიროზე 21 მიგრანტის ცხედარი იპოვნეს

თურქმა სამართალდამცველებმა ეგეოსის ზღვის სანაპიროზე 21 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ლტოლვილების ნავი ღია ზღვაში ჩაიძირა.

10 ცხედარი - აივალიკის, 11 კი დიკილის სანაპიროზე იპოვნეს. სამი დაღუპული მცირეწლოვანი ბავშვია.

გავრცელებული ცნობით, მიგრანტები ნავით საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე გადასვლას ცდილობდნენ.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება, რომელშიც ვერტმფრენებიცაა ჩართული.

დღის ამბები