14 ივლისი 2026,   13:30
ვრცლად
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება - გეოლოგიური პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობს, სპეციალისტები მდინარეების კალაპოტების მონიტორინგს განაგრძობენ

სტიქიის მესამე დღე თელავში. არის თუ არა მორიგი ღვარცოფის საშიშროება? გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნით, მუნიციპალიტეტში გეოლოგიური პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობს და სპეციალისტები მდინარეების კალაპოტების მონიტორინგს განაგრძობენ.

სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა ისევ მუშაობს; სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთო ცოცხალი ძალაც. მათ შორის არიან "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, ასევე კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის საკრებულოებისა და მერიების წარმომადგენლები.

ამჟამად მდინარე თელავის ხევი უკვე კალაპოტშია, თუმცა ქალაქში დატბორილი რჩება ქუჩები, ვენახები და საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.ელექტროენერგია შეზღუდვით მხოლოდ კავკასიონის ქუჩას მიეწოდება.

დღის ამბები