14 ივლისი 2026,   22:47
ვრცლად
"ეს ქართველი ხალხის უპატივცემულობას ნიშნავს" - თენგიზ შარმანაშვილი კალასის განცხადებაზე

თბილისში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება. ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, სადაც შავი ზღვის სტრატეგია საქართველოს მონაწილეობის გარეშე განიხილეს, კალასმა განაცხადა, რომ ისინი ემხრობიან ქართველ ხალხს, თუმცა მათ არ სურთ საქართველოს მთავრობას მხარი დაუჭირონ.

საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, კალასის მცდელობა, ერთმანეთისგან გამიჯნოს ხალხი და არჩეული ხელისუფლება, ქვეყნის სუვერენიტეტის უპატივცემულობაა.

"ეს ქართველი ხალხის უპატივცემულობას ნიშნავს, ვინაიდან ქართველ ხალხს ეუბნებიან, რომ მათ არ შესწევთ ძალა ისეთი ადამიანები აირჩიონ, როლებიც სამშობლოს გამოადგებიან. ანუ ჭკუას ასწავლიან ვინ უნდა აირჩიონ და ვინ არა.

ამას პირველად არ აკეთებენ. ეს უპატივცემულო დამოკიდებულება როგორც არ უნდა შენიღბონ, მერე რომ ამბობენ ხოლმე პატივს ვცემთ ქართველ ხალხსო, არის სრულიად აბსურდული", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

დღის ამბები