08 ოქტომბერი 2024,   14:39
ვრცლად
პენტაგონი რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას ეხმაურება

პენტაგონი რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას ეხმაურება, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა ხელი 31 დეკემბერს მოაწერა.

დოკუმენტში შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები რუსეთის პოლიტიკურ მოწინააღმდეგებადაა მოხსენიებული და ასევე ქვეყნის საფრთხედ მიჩნეულია ნატო-ს გაფართოება და ალიანსის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება.

შეერთთებული შტატების გაერთიანებული შტაბების უფროსის, ჯოზეფ დანფორდის, შეფასებით კი, პირიქით, რუსეთი თავისი საქციელით ბირთვული და კიბეროტენციალით საფრეთხეს წარმოადგენს ვაშინგტონისთვისაც და მისი მოკავშირეებისთვისაც.

ამერიკელი გენერლის თქმით, უკრაინაში, ყირიმსა და საქართველოში რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, შეერთებული შტატები მის შესაძლებლობებს სერიოზულად უნდა მიუდგეს.

დღის ამბები