სტამბოლის სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის კიდევ 34 მაღალჩინოსნის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. საქმე მიმდინარე წლის მაისში ჰუმანიტარული ფლოტილია "სუმუდის" დაკავების ოპერაციას უკავშირდება.
სასამართლოს მიერ წარდგენილი ბრალდებები სხვა კანონდარღვევასთან ერთად მოიცავს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, გენოციდს და თავისუფლების უკანონო აღკვეთას. რაც ბრალდების განმარტებით, უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.