15 ივლისი 2026,   14:53
ვრცლად
რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების პარალელურად, გზების ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრის სამუშაოებს ვატარებთ - ნინო ლაცაბიძე

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების პარალელურად, სხვადასხვა ქუჩაზე გზის ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა მიმდინარეობს.

სამუშაოები ამ ეტაპზე, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერთან და ახმეტელის ქუჩაზე რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

პროექტის მიმდინარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად გაეცნო.
„რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების პარალელურად,  გზების ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრის სამუშაოებს ვატარებთ. პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ანალოგიური სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე უკვე დასრულდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მასშტაბით გვაქვს დაგეგმილი, რაც არსებულ პრობლემებს სრულად აღმოფხვრის“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ანალოგიური სამუშაოები უკვე დასრულებულია მელიქიშვილის ქუჩაზე, მე-17 მიკრორაიონის N26 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, შარტავას სახელობისა და მეგობრობის გამზირზე. პროექტის ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა უბანში რამდენიმე მისამართზე სანიაღვრე ქსელის მოწესრიგება, 10 ლოკაციაზე კი გზის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. სამუშაოები 1 920 000 ლარით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

დღის ამბები