"ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები" - საქპატენტში ამ სახელწოდების ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა. საქპატენტის თავმჯდომარე ბანაკის მონაწილეებს ინტელექტუალურ საკუთრებაზე, პიროვნების განვითარებაში განათლების როლსა და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ინტელექტუალური საკუთრების ეკონომიკურ პოტენციალზე.
ღონისძიების დასასრულს მოზარდებს ბანაკში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.