15 ივლისი 2026,   14:33
ვრცლად
ჟინვალი-ფასანაურის გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო

ჟინვალი-ფასანაურის გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, მდინარე არყალას ხიდიდან ხანდოს ხევის ხიდამდე გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტი ორ მონაკვეთად ხორციელდება და ითვალისწინებს გზის საფარის განახლებას, 10 ხიდის რეაბილიტაციას, წყალგამტარი მილების, საყრდენი და ნაპირდამცავი კედლების მოწყობას. მინისტრმა სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე შეაფასა და აღნიშნა, რომ არსებული ტემპი არ არის დამაკმაყოფილებელი.

კონტრაქტორ კომპანიას კიდევ ერთხელ მიეცა მკაფიო მითითება, დააჩქაროს სამუშაოები და უზრუნველყოს პროექტის ხარისხიანად დადგენილ ვადებში შესრულება. თუ უახლოეს პერიოდში არ შესრულდება მიცემული მითითებები, დაიწყება ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი ღირებულება 66.8 მილიონ ლარს შეადგენს.

დღის ამბები