15 ივლისი 2026,   17:42
ვრცლად
შეიქმნა "საჯარო რეესტრის ამზომველის" ინსტიტუტი, რომელიც მიწის აზომვის, საკადასტრო მონაცემების სიზუსტისა და სანდოობის მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს

"საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, "საჯარო რეესტრის ამზომველის" ინსტიტუტი შეიქმნა, რომელიც უზრუნველყოფს მიწის აზომვის, საკადასტრო მონაცემების სიზუსტისა და სანდოობის მაღალ სტანდარტს.

"საჯარო რეესტრის ამზომველი" არის სააგენტოში დასაქმებული, სერტიფიცირებული სპეციალისტი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეასრულებს საკადასტრო საამზომველო სამუშაოებს.

ახალი ინსტიტუტის დანერგვა ემსახურება საკადასტრო მონაცემების ხარისხის გაუმჯობესებასა და ერთიანი, საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებული მიწის ადმინისტრირების სისტემის განვითარებას.

დღის ამბები