15 ივლისი 2026,   17:35
ვრცლად
აღმაშფოთებელია როდესაც შშმ პირზე იწყებ ცინიკურად განცხადების კეთებას, ამ ყველაფრით კნინდება ის ვინც ამას აკეთებს - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი პირები და მათი მხარდამჭერები კანონისა და მშვიდობის დამცველებზე შურისძიებას შეურაცხმყოფელი განცხადებებით ცდილობენ.

მისივე შეფასებით, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია შშმ პირის მიმართ გამოხატული ცინიზმი, რაც მისი ფიზიკური მდგომარეობის დაკნინებას ისახავს მიზნად.

"ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდიოდნენ, ახლა ესენი და მათი მხარდამჭერები ცდილობენ, რომ რამენაირად შეურაცხმყოფელი განცხადებებით დაუბრუნონ ერთგვარი სამაგიერო იმ ადამიანებს, ვინც კანონის და მშვიდობის მხარეს დგას, ამავდროულად განსაკუთრებულად აღმაშფოთებელია როდესაც შენ შშმ პირზე იწყებ ცინიკურად განცხადების კეთებას და ამით გინდა ხაზი გაუსვა ამ ადამიანის გარკვეულ ნაკლს და ამით გინდა, რომ დააკნინო. ამ ყველაფრით ეს ადამიანი კი არ კნინდება, არამედ კნინდება ის ვინც ამას აკეთებს,"- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები