"ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას" - თბილისის ეროვნულ პარკში ამ სახელწოდების პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში და წარმოედგინათ თემატური ნამუშევრები ესე-ს, ფოტოსურათის ან ნახატის სახით. პროექტში აქტიურად იყო ჩართული დაცული ტერიტორიების სააგენტო.
დასკვნით ღონისძიებაზე კონკურსის მონაწილეები და გამარჯვებულები სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.