15 ივლისი 2026,   23:17
ვრცლად
განათლების მინისტრმა კურსდამთავრებულებს საჯარო სკოლებში დანერგილი ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველი კურსის დასრულება მიულოცა

განათლების მინისტრმა კურსდამთავრებულებს საჯარო სკოლებში დანერგილი ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველი კურსის დასრულება მიულოცა.

ინტეგრირებული პროფესიული პროგრამა 2024 წელს დაიწყო და დღეს 80-ზე მეტ საჯარო სკოლაში ხორციელდება.

"მოგვეცა შესაძლებლობა, რომ მოსწავლეებს სასწავლო პროგრამასთან ერთად გაევლოთ პროფესიული უნარების შესწავლის სპეციალური კურსები და სწორედ დღეს გვაქვს პირველი გამოშვება. ეს არის ინოვაცია საქართველოს განათლების სისტემაში და ჩვენ უკვე მიმდინარე სასწავლო წელს 60-ზე მეტი სკოლა დავამატეთ, შემდეგი სასწავლო წლიდან კიდევ ვაპირებთ, რომ ეს მიმართულება გავაფართოოთ და კიდევ უფრო მეტ სკოლას მივცეთ შესაძლებლობა, რომ ინტეგრირებული პროგრამის განხორციელების საშუალება ჰქონდეს," - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.

დღის ამბები