08 ოქტომბერი 2024,   14:39
ვრცლად
რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია - დოკუმენტში მთავარ საფრთხედ აშშ და ნატო-ს გაფართოებაა დასახელებული

ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმწოერილ დოკუმენტში, შეერთებული შტატები და ნატო-ს გაფართოება რუსეთის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ არის განსაზვღრული.

ამერიკის გაერთიანებული შტაბების უფროსი ჯოზეფ დანფორდი კი პირიქით მიიჩნევს. ამერიკელი გენერალი ამბობს, რომ მოსკოვი თავისი საქციელით, ბირთვული და კიბერ პოტენციალით საფრთხეს უქმნის ვაშინგტონს და მის მოკავშირეებს. უმაღლესი სამხედრო მაღლჩინოსანი პენტაგონიდან აცხადებს, რომ უკრაინაში, ყირიმსა და საქართველოში რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე შეერთებული შტატები მის შესაძლებლობებს სერიოზულად უნდა მიუდგეს.

განსხვავებით 2009 წელს შემუშავებული სტრატეგიისგან, უსაფრთოების ახალ დოქტრინაში, შეერთებული შტატები და ნატო პირდაპირ არის მოხსენიებული საფრთხედ.

მოსკოვის ამ პოზიციის მიუხედვად შეერთებული შტატები საკუთარი სტრატეგიის შეცვლას არც ნატო-ს და არც მისი გაფრთოების მიმართ არ აპირებს.

რუსეთი სამხედრო დოქტრინას ყოველ 6 წელიწადში ანახლებს. 

ავტორები: ნათია გოგსაძე, გოგიტა მაღლაკელიძე, თეა ვაშალომიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები