08 ოქტომბერი 2024,   14:37
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის ისტორიაში პირველად წყალბადის ბომბი გამოსცადა

ფხენიანი ირწმუნება, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად წყალბადის ბომბი გამოსცადა.

ჩრდილო კორეის ხელისუფლების ცნობით, ატომურ ბომბზე უფრო ძლიერი იარაღის შემოწმება წარმატებით დასრულდა.

ოფიციალური განცხადების გავრცელებამდე შეერთებული შტატების გეოლოგიურმა სამსახურმა ქვეყნის ერთ–ერთი ბირთული პოლიგონის მახლობლად 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დააფიქსირა.

დადასტურების შემთვევაში, ეს იქნება ჩრდილო კორეის რიგით მეოთხე ბირთვული ტესტი 2006 წლის შემდეგ.

ფხენიანის განცხადებას უკვე მოჰყვა სამხრეთ კორეის, იაპონიისა და დასავლეთის ქვეყნების შეშფოთება.

შეერთებული შტატებისა და იაპონიის მოთხოვნით დღეს ნიუ იორკში გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება.

დღის ამბები