08 ოქტომბერი 2024,   14:34
ვრცლად
თავდასხმა ავღანეთში ამერიკელ სამხედროებზე - დაღუპულია ერთი ჯარისკაცი

ავღანეთში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმა განხორციელდა.

პენტაგონის ცნობით, ჯარისკაცებს ჰელმანდის პროვინციაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

მათ დასახმარებლად რეგიონში ორი სამაშველო ვერტმფრენი გაგზავნეს, თუმცა მებრძოლებმა მათაც ცეცხლი გაუხსნეს, რის გამოც ერთი ვერტმფრენი ბაზაზე დაბრუნდა, მეორე კი დაზიანდა და ამ დრომდე შეტაკების ადგილზე რჩება.

დღის ამბები