08 ოქტომბერი 2024,   14:32
ვრცლად
ობამას რესპუბლიკელი კონგრესმენები სასამართლოში სარჩელის შეტანით ემუქრებიან

ბარაკ ობამას რესპუბლიკელი კონგრესმენები სასამართლოში სარჩელის შეტანით ემუქრებიან.

ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა იარაღზე კონტროლის გამკაცრება კონგრესის გვერდის ავლით მოინდომა. 

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის შეფასებით, პრეზიდენტის ბრძანება კონგრესს გვერდს უვლის და ძირს უთხრის თავისუფლების პრინციპს.

ბარაკ ობამამ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ თეთრ სახლში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

პრეზიდენტმა 2012 წელს სენდი ჰუკის სკოლაში მომხდარი თავდასხმა გაიხსენა, რომელსაც 20 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათზე საუბრისას პრეზიდენტმა თავი ვერ შეიკავა და ატირდა.

ბარაკ ობამას ახალი ბრძანება იარაღის რეალიზატორებს შესაბამისი ლიცენციის ქონასთან ერთად კლიენტების ბიოგრაფიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გადამოწმებასაც ავალდებულებს. საამისოდ ბიუჯეტიდან 500 მილიონ დოლარს გამოყოფენ. ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს კი 230 კაციანი შტატი დაემატება, რომელიც იარაღის რეალიზატორებს გააკონტროლებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები