08 ოქტომბერი 2024,   14:40
ვრცლად
ანგელა მერკელი კიოლნში ქალებზე ძალადობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ანგელა მერკელი შეშფოთებას გამოთქვამს ქალაქ კიოლნში ქალებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამო და ეჭვმიტანილთა დაკავებას მოითხოვს.

100-მდე შემთხვევა ახალი წლის ღამეს კიოლნის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ერთი ქალი გააუპატიურეს, დანარჩენებს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაძარცვეს.

თვითმხილველთა განცხადებით, თავდამსხმელების უმეტესობა არაბი და ჩრდილო აფრიკელი იყო.

მას შემდეგ, რაც ამ ფაქტების შესახებ გახდა ცნობილი, ანგელა მერკელი ტელეფონით კიოლნის მერს დაუკავშირდა და პირობა დადო, რომ წარმომავლობის მიუხედავად, ყველა თავდამსხმელი მკაცრად დაისჯება.

კიოლნში მიგრანტების საწინააღმდეგო ლოზუნგებით საპროტესტო აქციაც გაიმართა, რომელშიც ძირითადად ქალები მონაწილეობდნენ.

დღის ამბები