16 ივლისი 2026,   18:57
ვრცლად
რა თანხასაც დღეს უკრაინას აძლევენ, არაფერია ნაჩუქარი, ყველაფერი არის სესხი, უანგაროდ, არავინ არავის გვერდში არ უდგას - შალვა პაპუაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე

გვარამია ტრილიონებზე საუბრით ცდილობს გადაფაროს საკუთარი მორალური დეგრადაცია - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ომის გამო გაცემული სესხით საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ვერ მოახდენენ ისინი, ვინც თავის დროზე სწორედ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით უბიძგებდნენ ქვეყანას ომში ჩართვისკენ.

"ტრილიონებში უკრაინის ეკონომიკაც კი არ გაიზომება, არათუ რაიმე თანხა შეიძლება უკრაინას მისცენ. ეს უბრალოდ მისი დეგრადირებული, მორალური დამოკიდებულება, რომ გადაეფარა, ფიქრობდა ალბათ, თუ რაიმე დიდი რიცხვს დაასახელებდა, ამით თითქოს შეიძლებოდა ეს იდეა ვინმესთვის საინტერესო ყოფილიყო.

არ არსებობს თანხა, რომელზეც შეიძლება ქვეყნის აღმშენებლობა და ადამიანის სიცოცხლე გაცვალო. ეს ის ხალხია, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ სწორედ ამგვარად მიღებულ თანხებზე პარაზიტირებდნენ და, როგორც ჩანს, ასეთი პარაზიტული მიდგომები აქვთ ზოგადად საკუთარი ქვეყნის ინტერესების მიმართ. მაშინაც, თუკი რაიმე თანხები იყო, იყო ძირითადად სესხები, ან რაში დახარჯა, რაში გაიფლანგა ეს თანხები კიდევ სხვა საკითხია, დიდად ნუ ამადლიან ამ თანხებს ნურავის. დღესაც უკრაინას ეხმარებიან სესხებით. რა თანხასაც დღეს უკრაინას აძლევენ, არაფერია ნაჩუქარი. ეს ყველაფერი არის სესხი, რომელიც მძიმე ტვირთად დააწვება უკრაინელ ხალხს. აქ უანგაროდ, არავინ არავის გვერდში არ უდგას.

როგორც 2008 წლის შემდეგ, რაიმე თანხა თუ შემოდიოდა საქართველოში, ტვირთად დააწვა საქართველოს და გადასახდელი გაუხდა ქართველ ხალხს, ასეთ კაბალურ ვითარებაში უნდოდათ, რომ შეეყვანათ ჩვენი ქვეყანა. ეს დაპირებული თანხები, ეს არის უბრალოდ კაბალურ მდგომარეობაში შეყვანა ქვეყნისა. უკრაინის მომავალ თაობებს დარჩება დანგრეული ქვეყანა, კაბალურ, ფინანსურ დამოკიდებულებაზე სხვა ქვეყნებისგან. ზუსტად, ეს უნდოდათ გვარამიას და მსგავსებს. ამიტომ უნდოდათ, რომ შეეთრიათ საქართველო ომში, რომ დარჩენილიყო საქართველო დანგრეული და სხვაზე ფინანსურ ვალდებულებაში შესული," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ომით ფულის შოვნის გაცხადებული სურვილი - ნიკა გვარამია უკრაინის ომის ტრაგედიას ფულის საჭრელ მანქანად განიხილავს და ამის პარალელურად იმასაც ამტკიცებს რომ უკრაინის აღდგენაში ტრილიონები დაიხარჯება.


დღის ამბები