08 ოქტომბერი 2024,   14:34
ვრცლად
ძლიერი შტორმი კალიფორნიაში - დაზიანებულია მაგისტრალები და შენობები

კალიფრონიის სანაპიროს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. გადაუღებელმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა რეგიონში წყალდიდობა გამოიწვია.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა დაზიანდა მაგისტრალები და შენობები.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა მეწყერის ჩამოწოლის საშიშროების შესახებაც გააფრთხილა.

მეტეოროლოგების ცნობით, უამინდობა კალიფორნიაში კიდევ ორი დღე გაგრძელდება.

დღის ამბები