08 ოქტომბერი 2024,   14:41
ვრცლად
ჰავაის სანაპიროს გიგანტურმა ტალღებმა გადაუარა

შტორმმა, რომელიც კალიფორნიის შტატს დაატყდა თავს, ჰავაის სანაპიროზე გიგანტური ტალღები გამოიწვია. ოაჰუში მაშველებმა 20-მდე ადამიანი გადაარჩინეს.

პლიაჟს მოულოდნელად 10 მეტრის სიმაღლის ტალღებმა გადაუარა და დამსვენებლები გაიტაცა. ორი მათგანი წყლიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს. დანარჩენები კი მაშველებმა გადაარჩინეს.

მომხდარის შემდეგ სანაპირო დაცვამ პლიაჟზე გამაფრთხილებელი ნიშნები დაალაგა და დამსვენებლებს წყალში შესვლაც აუკრძალა. თუმცა, სერფინგის მოყვარულებმა მათი რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს.

დღის ამბები