08 ოქტომბერი 2024,   14:34
ვრცლად
საეჭვო პაკეტის გამო გერმანიაში ანგელა მერკელის რეზიდენცია დახურეს

საეჭვო პაკეტის გამო გერმანიაში ანგელა მერკელის რეზიდენცია დახურეს.

გავრცელებული ცნობით, ოფისის ტერიტორიაზე ყვითელი ფერის პლასტმასის 4 საფოსტო ამანათი აღმოაჩინეს.

ამის შემდეგ შენობა სამართალდამცველებმა ალყაში მოაქციეს და მასთან მისასვლელი ყველა ქუჩა გადაკეტეს. სპეციალისტები საეჭვო ყუთებს ამ დრომდე სწავლობენ.

პოლიციის ცნობით, რეზიდენცია მანამდე იქნება დახურული, ვიდრე მომხდარის ყველა დეტალს არ გაარკვევენ.

დღის ამბები