ხვალ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია. "რუსთავი 2-ზე" საფეხბურთო ზეიმი გრძელდება, გადამწყვეტ მატჩამდე კი რამდენიმე საათი რჩება.
თუმცა სანამ თასის მფლობელის ვინაობას გავიგებთ, მესამე ადგილისთვის ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებების დაპირისპირება უნდა ვნახოთ, რომელიც ჩვენი არხის პირდაპირ ეთერში ღამის პირველ საათზე დაიწყება. გულშემატკივრები რესპუბლიკის მოედანზე არიან შეკრებილები, სადაც "რუსთავი 2-ისა" და თბილისის მერიის ორგანიზებით დამონტაჟებულია დიდი ეკრანი, მოწყობილია ფან ზონები და კვების სივრცეები.