08 ოქტომბერი 2024,   14:36
ვრცლად
გერმანიის მოსახლეობა ქალებზე განხორციელებულ თავდასხმებში ბრალდებულების დასჯას მოითხოვს

გერმანია საპროტესტო აქციებმა მოიცვა - მოსახლეობა ხელისუფლებისგან რადიკალური ზომების მიღებას და იმ პირთა დასჯას მოითხოვს, რომლებმაც ახალი წლის ღამეს ქალების წინააღმდეგ მასობრივი თავდასხმები მოაწყეს.

გერმანულ საზოგადოებაში განსაკუთრებული მღელვარება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ დაზარალებული ქალები სექსუალურ ძალადობაში არაბული და აფრიკული გარეგნობის ახალგაზრდებს ადანაშაულებდნენ. საჩივრით პოლიციას 100-ზე მეტმა ქალმა მიმართა. ორი მათგანი ახალი წლის ღამეს გააუპატიურეს, დანარჩენებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაძარცვეს.

თავდასხმებში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 1000-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. 

მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა გერმანიის კანცლერმა.

საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმაც, რომელმაც პოლიციელები უმოქმედობის გამო გააკრიტიკა.

კიოლნის გარდა ანალოგიური თავდასხმები ქალებზე შტუტგარტსა და ჰამბურგშიც მოხდა, სადაც პოლიციას საჩივრით 30-მა ქალბატონმა მიმართა.

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე, გიორგი მაისურაძე. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები