საბოლოო დასკვნა, სადაც გეოლოგები ლენტეხთან დაკავშირებით რეკომენდაციებს წარმოადგენენ, კვირის ბოლომდე გასაჯაროვდება. წინასწარ უკვე ცნობილია, რომ მოსახლეობას, ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება.
სპეციალისტები სვანეთში უკვე მეორე დღეა იმყოფებიან. შიდა-სასოფლო გზები ყველა მიმართულებით გახსნილია. სალიკვიდაციო სამუშაოები, ძირითადად, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს; გრძელდება სამუშაოები სოფლებისთვის წყალმომარაგების სრულად აღსადგენად; კეთდება ასევე ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული ხიდი. ითვლიან ზარალს.