08 ოქტომბერი 2024,   14:38
ვრცლად
საფრანგეთში შარლი ებდოს გამოცემაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულებს იხსენებენ

საფრანგეთში შარლი ებდოს გამოცემაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულებს იხსენებენ. პარიზში მომხდარი საზარელი ტერაქტიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა.

პარიზელები სატირული გაზეთის ყოფილი რედაქციის შენობასთან მიდიან და სანთლებსა და ყვავილებს ტოვებენ.

წლისთავთან დაკავშირებით საფრანგეთში რაიმე ოფიციალური ღონისძიება დაგეგმილი არ არის, თუმცა პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დღეს სამართალდამცველებს მიმართავს, მოსახლეობა კი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებას კვირას გეგმავს.

2015 წლის 7 იანვარს შარლი ებდოსა და ებრაულ სუპერმარკეტზე მომხდარ თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები